ადგილი ქართლში, მუხრანის ველზე.
ქართულ დოკუმენტურ წყაროებში XVI საუკუნიდან იხსენიება. 1669 წლის დოკუმენტით („წილკნის ღმრთისმშობლის სამწყსოს სიგელი“) სამუხრანბატონოში არსებული დამპალა წილკნის ეპარქიის სარგო ყოფილა. სამუხრანბატონოს დამპალას ვახუშტი ბატონიშვილი დამპალეთად იხსენიებს. 1945 წელს დამპალას ვაზიანი ეწოდა. |